განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
2020 წლის 5 აპრილიდან 2021 წლის 5 აპრილამდე ჩატარებული, გამგებლის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომის ოქმები;
2
გამგებლის ბრძანება (კოდიფიცირებული) სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ.
3
გამგებლის ბრძანება (კოდიფიცირებული) სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების და საბჭოში წევრთა პროპორციის შესახებ (არასამთავრობო სექტორი, ბიზნეს სექტორი, საზოგადოება) და გენდერული ბალანსის შესახებ.
4
2020 წლის 5 აპრილიდან 2021 წლის 5 აპრილამდე გამგებლის მიერ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთვის წარდგენილი საკითხების ჩამონათვალი.
5
2020 წლის 5 აპრილიდან 2021 წლის 5 აპრილამდე გამოცემული გამგებლის ბრძანებები, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთვის მატერიალურ-ტექნიკური დახმარების გაწევის შესახებ.
6
2020 წლის 5 აპრილიდან 2021 წლის 5 აპრილამდე მრჩეველთა საბჭოს წევრები წინასწარ რა ვადებში და რა ფორმით იქნენ ინფორმირებული ჩატარებული გამგებლის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომების გამართვის და სხდომაზე განსახილველი საკითხების შესახებ (თითოეულ სხდომაზე ცალ-ცალკე).
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი