განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტი, რომლითაც იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდა ოპერაციული შტაბის საქმიანობის წესი.
2
საქართველოს მთავრობის ან ოპერაციული შტაბის მიერ მიღებული ყველა სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც ოპერაციული შტაბის საქმიანობის წესებს და პროცედურებს შეეხება.
3
საქართველოს მთავრობის ან/და უშუალოდ ოპერაციული შტაბის მიერ მიღებული ინსტრუქციები, სტანდარტული ოპერაციული პროცედურები (SOP) ან დოკუმენტების ასლები, რომლებიც ოპერაციული შტაბის მიერ მასზე დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად გამოიყენება.
4
შენიშვნა: მოგვაწოდეთ მოთხოვნილი აქტების ორიგინალი (პირველადი) ვერსიის ასლები, ასევე კოდიფიცირებულ ვერსიები. თუ აქტის კოდიფიცირებულ ვერსია არ არსებობს, მოგვაწოდეთ მისი ორიგინალი/პირველადი ვერსიის ასლი და ყველა ის ცვლილება რომლიც მასში განხორციელდა.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი