განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონის 201 მუხლის საფუძველზე 2017-2020 წლებში (ცალ-ცალკე) შემოსული მამხილებელი განცხადებების სტატისტიკური მონაცემები, საჯარო დაწესებულების (სადაც ადგილი ჰქონდა დარღვევის სავარაუდო ფაქტს), აღწერილ დარღვევათა ტიპების, მხილების ადრესატთა რანგის და სქესის, მამხილებლის სქესის, ასევე მამხილებელი განაცხადის მიღების საშუალების (საჯარო დაწესებულების ელ-ფოსტა, წერილი მატერიალური სახით და სხვა) მითითებით;
2
პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მამხილებელ განაცხადებზე თქვენი უწყების რეაგირების მაჩვენებელი, განხორციელებული ღონისძიებების ჩამონათვალი და დამდგარი შედეგების შესახებ ინფორმაცია. ასევე, იმ განცხადებების რაოდენობა, რომლებიც დატოვებულია რეაგირების გარეშე.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი