განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
2019 წლის პირველი ნოემბრიდან დღემდე, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის მიზნით, მომხდარა თუ არა ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის შემოწმება;
2
წინა კითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, რა ფორმით ჩატარდა (ტარდება) ხსენებული ინსპექტირება;
3
ზემოთ ხსენებული შემოწმების ფარგლებში დადგინდა თუ არა საგამოძიებო სამსახურის დანაყოფის მხრიდან პერსონალურ მონაცემთა დარღვევის ფაქტ(ებ)ი;
4
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლ(ებ)ის მხრიდან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრინციპის დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში რა შედეგი დადგა (მაგ. დაეკისრა თუ არა კონკრეტულ პირ(ებ)ს ჯარიმა, დისციპლინური პასუხისმგებლობა ან სხვა.);
5
2019 წლის პირველი ნოემბრიდან დღემდე, სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურის შესაბამისი თანამშრომლების მხრიდან ყოფილა თუ არა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული იძულებითი ღონისძიების გამოყენების შემთხვევები;
6
წინა კითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, სტატისტიკური მონაცემები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნიდან დღემდე, საგამოძიებო სამსახურის შესაბამისი თანამშრომლების მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღის, სპეციალური საშუალებებისა და ფიზიკური ძალის გამოყენების შესახებ;
7
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბალანსზე არსებული “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლით განსაზღვრული სპეციალურ საშუალებათა ნუსხა;
8
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ოპერატიული სამმართველოს დებულება/ინსტრუქცია (არსებობის შემთხვევაში);
9
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედების შეტყობინების ან სხვა ინფორმაციის რეგისტრაციის წესის დამდგენი ნორმატიული აქტი, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ელექტრონულ სისტემაში ინფორმაციის რეგისტრაციისას ხელმძღვანელობს.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი