განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
2019 წლის პირველი ნოემბრიდან 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო მანდატს მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეებზე დაზარალებულის (ან დაზარალებულის უფლებამონაცვლის) სტატუსის მინიჭების მოთხოვნით შესული განცხადებების რაოდენობა;
2
2019 წლის პირველი ნოემბრიდან 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო მანდატს მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეებზე დაზარალებულის (ან დაზარალებულის უფლებამონაცვლის) სტატუსის მინიჭების შესახებ შესული მოთხოვნების რა რაოდენობა დაკმაყოფილდა და რამდენს ეთქვა უარი;
3
2019 წლის პირველი ნოემბრიდან 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო მანდატს მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეებზე დაზარალებულის (ან დაზარალებულის უფლებამონაცვლის) სტატუსის მინიჭების შესახებ მოთხოვნაზე უარი რამდენ შემთხვევაში გასაჩივრდა ზემდგომ პროკურორთან და რა შედეგი დადგა;
4
2019 წლის პირველი ნოემბრიდან 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო მანდატს მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეებზე დაზარალებულის (ან დაზარალებულის უფლებამონაცვლის) სტატუსის მინიჭების შესახებ მოთხოვნაზე უარი რამდენ შემთხვევაში გასაჩივრდა სასამართლოში და რა შედეგი დადგა;
5
2019 წლის პირველი ნოემბრიდან 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო მანდატს მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეებზე რამდენ შემთხვევაში მიანიჭა პროკურორმა საკუთარი ინიციატივით პირს დაზარალებულის სტატუსი.
6
სამართლებრივი აქტი, რომელიც არეგულირებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე შესაძლო დანაშაულის შესახებ ინსპექტორის სამსახურისათვის შეტყობინების გაგზავნის წესს.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი