განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ფასდაკლების ბარათების მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირების რაოდენობა (ცალ-ცალკე). (აღნიშნული პუნქტის მიხედვით, გთხოვთ მოგვაწოდოთ როგორც ბენეფიციართა უნიკალური რაოდენობა, ასევე, პროგრამის თითოეული ეტაპის მიხედვით ცალ-ცალკე);
2
აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში (ცალ-ცალკე თვეების მიხედვით) ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე (ცალ-ცალკე) გაცემული ფასდაკლების ბარათების რაოდენობა (ლიტრი დიზელი);
3
აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში (ცალ-ცალკე თვეების მიხედვით) გაცემული ფასდაკლების ბარათებით ფიზიკურ და იურიდიულ პირების (ცალ-ცალკე) მიერ შესყიდული დიზელის საწვავის რაოდენობა (ავტოგასამართი სადგურიდან და ნავთობბაზიდან ცალ-ცალკე) ;
4
აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი და დღეის მდგომარეობით მისი ათვისების მაჩვენებელი.
5
აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, დიზელის საწვავის სუბსიდირებასთან დაკავშირებით შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმთან დადგენილი ანგარიშსწორების პირობები (შესაბამისი დოკუმენტაციის ასლი) და მის ფარგლებში გაწეული ხარჯის ოდენობა.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი