განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
“თბილისის მეტროს პროექტი და თბილისის ავტობუსის გაფართოება” პროექტის ფარგლებში 10 (ათი) ოთხვაგონიანი მეტროს მატარებლის მიწოდების შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი;
2
“თბილისის მეტროს პროექტი და თბილისის ავტობუსის გაფართოება” პროექტის ფარგლებში 10 (ათი) ოთხვაგონიანი მეტროს მატარებლის მიწოდების შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ტენდერის გამარჯვებულთან ხელშეკრულების საფუძველზე დღეის მდგომარეობით გადარიცხული თანხებისა და მიღებული საქონლის შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების ასლები;
3
პროექტის დონორს EBRD-სა და შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიას შორის აღნიშნული კონტრაქტის შეჩერების შესახებ ოფიციალური მიმოწერის ასლები;
4
პროექტის დონორის EBRD-ის მიერ კონტრაქტის შეჩერების სამართლებრივი შედეგების შესახებ ინფორმაცია - ითვალისწინებს თუ არა ფინანსურ ჯარიმას და რა ოდენობით;
5
პროექტის დონორის EBRD-ის მიერ კონტრაქტის შეჩერების შემდგომი პროცედურების შესახებ ინფორმაცია - სავალდებულოა თუ არა ახალი ტენდერის გამოცხადება, მოხდება თუ არა უკვე ჩატარებულ ტენდერში მონაწილე შემდგომი ყველაზე დაბალი ფასის შემომთავაზებელ მომწოდებელთან ხელშეკრულების ავტომატური გაფორმება;
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი