განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
ევროკომისიამ 2022 წლის 17 ივნისს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12 პირობის შესრულების რეკომენდაცია მისცა, რომელთაგან 1-ლი პუნქტი 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების აუცილებლობაზე მიუთითებს. მმართველი პარტიის გეგმის თანახმად, დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად, საქართველოს პარლამენტის ბაზაზე შეიქმნება პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი:
1
პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფის შექმნის აქტი;
2
პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფის შემადგენლობა;
3
პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფის ყველა სხდომის/შეხვედრის ოქმები და აუდიო ჩანაწერები;
4
პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფის სამოქმედო გეგმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ჯგუფის ანგარიში (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
5
პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფის მიერ წინამდებარე განცხადების წარდგენის დღემდე შემუშავებული და მისი მუშაობის შედეგების ამსახველი ყველა წინადადება, რეკომენდაცია ან/და ნებისმიერი სახის დოკუმენტი;
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი