განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
2020-2022 წლებში საერთო სასამართლოების მოსამართლეებზე (ცალ-ცალკე სახელისა და გვარის მითითებით) გაცემული ფულადი ჯილდოების (პრემია) და სახელფასო დანამატების (ცალ-ცალკე) ოდენობა თვეების მიხედვით;
2
2020-2022 წლებში (ცალ-ცალკე წლების მიხედვით, 2022 საწყისი 6 თვე) საერთო სასამართლოების (სასამართლოების მიხედვით) საშტატო თანამშრომლებზე (მოსამართლეების გამოკლებით) შრომის ანაზღაურებისთვის (სარგო, ფულადი ჯილდო, დანამატი ცალ-ცალკე) გაწეული ხარჯების ჯამური ოდენობა;
3
2020-2022 წლებში (ცალ-ცალკე წლების მიხედვით, 2022 საწყისი 6 თვე) საერთო სასამართლოების (სასამართლოების მიხედვით) შტატგარეშე თანამშრომლებზე შრომის ანაზღაურებისთვის (სარგო, ფულადი ჯილდო, დანამატი ცალ-ცალკე) გაწეული ხარჯების ჯამური ოდენობა;
4
2020 წელს შტატგარეშე თანამშრომლებზე შრომის ანაზღაურებისთვის (სარგო, ფულადი ჯილდო, სახელფასო დანამატი ცალ-ცალკე) გაწეული ხარჯების ჯამური ოდენობა;
5
2020-2022 წლებში საერთო სასამართლოების მოსამართლეებზე (ცალ-ცალკე სახელისა და გვარის მითითებით) ფულადი სახით გაცემული სოციალური დახმარებების ჩამონათვალი (სოციალური დახმარების გაცემის თარიღი, მისი მიზნობრიობა და თანხა);
6
2020-2022 წლებში საერთო სასამართლოების მოსამართლეების მიერ (ცალ-ცალკე სახელისა და გვარის მითითებით) ქვეყნის გარეთ განხორციელებულ ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯების (სასტუმრო, მგზავრობა, დღიური და სხვა) შესახებ ჩაშლილი ინფორმაცია (ხარჯვითი კატეგორიების მიხედვით), მივლინების თარიღის, მივლინების მიზნისა და ქვეყნის მითითებით;
7
2020-2022 წლებში საერთო სასამართლოების მოსამართლეებზე (ცალ-ცალკე სახელისა და გვარის მითითებით) გაცემული საწვავის ოდენობა და ღირებულება თვეების მიხედვით; შენიშვნა 1: წინამდებარე განცხადებით არ ვითხოვთ თანამშრომელთა პერსონალური მონაცემების გაცემას შენიშვნა 2: თუკი სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტი წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილ ინფორმაციას არ აღრიცხავს წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილი ფორმით, გთხოვთ მოგვაწოდოთ იმ სახით, რაც ხელმისაწვდომია.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი