განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წინააღმდეგ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე აღძრული სარჩელების რაოდენობა (ჩაშლილი წლებისა და თვეების მიხედვით);
2
ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წინააღმდეგ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიმდინარე შრომით დავებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების რაოდენობა, მათი შედეგების მითითებით (ჩაშლილი წლებისა და თვეების მიხედვით)
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი