განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
“ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებიდან წინამდებარე განცხადების წარდგენის დღემდე „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოკუპირებულ ტერიტორიაზე აკრძალული მიმართულებებიდან შესვლის სპეციალური ნებართვების გაცემის შემთხვევების საერთო რაოდენობა (ჩაშლილი წლების და ოკუპირებული ტერიტორიების მიხედვით);
2
“ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებიდან წინამდებარე განცხადების წარდგენის დღემდე „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით შესაბამისად საქართველოს მთავრობაში შემოსული შეტყობინებების (ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებული საგამონაკლისო წესით სარგებლობის თაობაზე) საერთო რაოდენობა (ჩაშლილი წლების და ოკუპირებული ტერიტორიების მიხედვით);
3
“ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებიდან წინამდებარე განცხადების წარდგენის დღემდე „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით შესაბამისად საქართველოს მთავრობაში შემოსული შეტყობინებების (ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებული საგამონაკლისო წესით სარგებლობის თაობაზე) საერთო რაოდენობა (ჩაშლილი წლების და ოკუპირებული ტერიტორიების მიხედვით);
4
იმ პირების/ორგანიზაციების/საერთაშორისო ორგანოების სახელწოდება/დასახელება რომლებსაც „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის საფუძველზე მიეცათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაუდებელ ჰუმანიტარულ დახმარების განხორციელების უფლებამოსილება. (ჩაშლილი წლების და ოკუპირებული ტერიტორიების მიხედვით);
5
“ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებიდან წინამდებარე განცხადების წარდგენის დღემდე „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური თანხმობის გაცემის შემთხვევების საერთო რაოდენობა (ჩაშლილი წლების და ოკუპირებული ტერიტორიების მიხედვით); აგრეთვე, სამართლებრივი აქტების ასლები რომლებითაც პირებს მიეცათ სპეციალური თანხმობა.
6
“ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებიდან წინამდებარე განცხადების წარდგენის დღემდე „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევების საერთო რაოდენობა (ჩაშლილი წლების და ოკუპირებული ტერიტორიების მიხედვით); აგრეთვე, საქართველოს მთავრობაში შესაბამის პირთა მიერ შემოტანილი შეტყობინებების ასლები.
7
“ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებიდან წინამდებარე განცხადების წარდგენის დღემდე იმ სამეწარმეო/არასამეწარმეო პირების ასევე საერთაშორისო ორგანოების სია, რომლებსაც ამ განცხადების განხილვის მომენტისთვის ახორციელებენ “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი