განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
შპს „გარდაბნის თბოსადგურის“ 2017-2022 წლების სრული საშტატო ნუსხა დასაქმებული პირების პოზიციების, რაოდენობისა და შრომითი ანაზღაურების მითითებით (ჩაშლილი წლების მიხედვით);
2
2017-2022 წლებში საკონსულტაციო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე შპს „გარდაბნის თბოსადგურისთვის“ მომსახურების გამწევ პირთა სახელები/სახელწოდებები და მომსახურების საფასური;
3
2017-2022 წლებში შპს „გარდაბნის თბოსადგურში“ მრჩევლის, ან/და მრჩევლის ტოლფას პოზიციაზე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების სახელი, გვარი და შრომითი ანაზღაურება (შრომითი ხელშეკრულების გაფორმების თარიღის მითითებით);
4
2017-2022 წლებში შპს „გარდაბნის თბოსადგურში“ მრჩევლის, ან/და მრჩევლის ტოლფას პოზიციაზე დასაქმებულ პირებთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების ასლი.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი