განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების მე-3 პუნქტის (სასამართლო რეფორმა) შესრულების მიზნით საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან მოქმედი სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილება და სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა;
2
ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების მე-4 პუნქტის შესრულების მიზნით საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან მოქმედი ანტიკორუფციული ღონისძიებების სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილება და სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა;
3
ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების მე-4 პუნქტის შესრულების მიზნით საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან მოქმედი სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილება და სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა;
4
ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების მე-5 პუნქტის (დეოლიგარქიზაცია) შესრულების მიზნით საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან მოქმედი სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილება და სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა;
5
ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების მე-2 პუნქტის შესრულების მიზნით საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან მოქმედი საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილება და სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი