განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
2020-2022 წლებში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებზე (ცალ-ცალკე სახელისა და გვარის მითითებით) გაცემული ფულადი ჯილდოებისა და დანამატების ოდენობა თვეების მიხედვით;
2
2020-2022 წლებში (ცალ-ცალკე წლების მიხედვით, 2022 საწყისი 6 თვე) იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საშტატო თანამშრომლებზე (საბჭოს წევრების გამოკლებით) შრომის ანაზღაურებისთვის (სარგო, ფულადი ჯილდო, დანამატი ცალ-ცალკე) გაწეული ხარჯების ჯამური ოდენობა;
3
2020-2022 წლებში (ცალ-ცალკე წლების მიხედვით, 2022 საწყისი 6 თვე) იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შტატგარეშე თანამშრომლებზე შრომის ანაზღაურებისთვის (სარგო, ფულადი ჯილდო, დანამატი ცალ-ცალკე) გაწეული ხარჯების ჯამური ოდენობა;
4
2020-2022 წლებში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებზე (ცალ-ცალკე სახელისა და გვარის მითითებით) ფულადი სახით გაცემული სოციალური დახმარებების ოდენობა (სოციალური დახმარების გაცემის თარიღის, მისი მიზნობრიობისა და თანხის მითითებით);
5
2020-2022 წლებში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ (ცალ-ცალკე სახელისა და გვარის მითითებით) ქვეყნის გარეთ განხორციელებულ ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯების (სასტუმრო, მგზავრობა, დღიური და სხვა) შესახებ ჩაშლილი ინფორმაცია (ხარჯვითი კატეგორიების მიხედვით), მივლინების თარიღის, მივლინების მიზნისა და ქვეყნის მითითებით;
6
2020-2022 წლებში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებზე (ცალ-ცალკე სახელისა და გვარის მითითებით) გაცემული საწვავის ოდენობა და ღირებულება თვეების მიხედვით;
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი