განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ნოემბრის N2328 განკარგულებით მიღებული მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტით განსაზღვრული მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) განხორციელების მონიტორინგის 2021 წლის ანგარიში.
2
მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსია.
3
2021 წლიდან - დღემდე, მდგრადი განვითარების მიზნების უწყებათშორისო საბჭოს შეხვედრის ოქმები.
4
2021 წლიდან - დღემდე, მდგრადი განვითარების მიზნების უწყებათშორისო საბჭოს მიერ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მიზნით გამართული ღონისძიებების ჩამონათვალი - დასახელების, თარიღის და მონაწილეების რაოდენობის მითითებით.
5
მდგრადი განვითარების მიზნების ადგილობრივ დონეზე დანერგვის გეგმის შესრულების ანგარიში (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ან ამ გეგმით გათვალისწინებული გატარებული ღონისძიებების ჩამონათვალი და მიღწეული შედეგები.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი