განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
საქართველოს საერთო სასამართლოებში, 2019 წლიდან დღემდე (ცალ-ცალკე, წლების მიხედვით), რამდენ შემთხვევაში დაიწყო სამართალწარმოება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ცხოველის წვალების ასევე ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის მუხლით, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია (სსსკ 259.1 მუხლი); იმავე ქმედების ჩადენისთვის ჯგუფურად (სსსკ მუხლი 259.2.ა); არაერთგზის (სსსკ მუხლი 259.2.ბ) და მცირეწლოვნის თანდასწრებით (სსსკ მუხლი 259.2.გ) და რამდენ შემთხვევაში დადგა გამამართლებელი ან გამამტყუნებლით გ
2
2019 წლიდან დღემდე (ცალ-ცალკე, წლების მიხედვით), გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, რამდენ მსჯავრდებულს დაეკისრა სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა, ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა (ცალ-ცალკე სასჯელის სახის მიხედვით).
3
2019 წლიდან დღემდე (ცალ-ცალკე, წლების მიხედვით), საქართველოს საერთო სასამართლოებში, რამდენ შემთხვევაში დაიწყო სამართალწარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ცხოველებისა და ფრინველებისადმი სასტიკი მოპყრობის მუხლით (სასკ მუხლი 104) და რამდენ შემთხვევაში იქნა პირი ცნობილი სამართალდამრღვევად.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი