განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
2017, 2018, 2019, 2020 და 2021 წლებში საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომებზე დასწრების მოთხოვნით მოქალაქეებისგან ან/და მოქალაქეთა ჯგუფებისგან შემოსული განცხადებების რაოდენობა, ჩაშლილი წლების მიხედვით.
2
2017, 2018, 2019, 2020 და 2021 წლებში საქართველოს პარლამენტის კომიტეტების სხდომებზე დასწრების მოთხოვნით იურიდიული პირებისგან, მოქალაქეებისგან ან/და მოქალაქეთა ჯგუფებისგან შემოსულია განცხადებების რაოდენობა, ჩაშლილი წლების მიხედვით.
3
2017, 2018, 2019, 2020 და 2021 წლებში საქართველოს პარლამენტში ფიზიკური და იურიდიული პირებისგან შემოსული განცხადებების რაოდენობა, ჩაშლილი წლების მიხედვით.
4
2017, 2018, 2019, 2020 და 2021 წლებში საქართველოს პარლამენტის ვებგვერდის, facebook-ის, Twitter-ის, Youtube-ისა და Flickr-ის მომხმარებელთა რაოდენობა, ჩაშლილი წლების მიხედვით.
5
2017, 2018, 2019, 2020 და 2021 წლებში კანონპროექტებთან დაკავშირებით, მოქალაქეთა მიერ განხორციელებული უკუკავშირის რაოდენობა, ჩაშლილი წლების მიხედვით.
6
2017, 2018, 2019, 2020 და 2021 წლებში საქართველოს პარლამენტის კომიტეტების სხდომებზე დასწრების მოთხოვნით იურიდიული პირებისგან, მოქალაქეებისგან ან/და მოქალაქეთა ჯგუფებისგან შემოსული განცხადებების რაოდენობა ჩაშლილი წლების მიხედვით.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი