განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
გაცნობებთ, რომ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), პროგრამის - კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის - ფარგლებში ახორციელებს საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ადგილობრივი არქიტექტურის ყოვლისმომცველ ანალიზს. კვლევის მიზანია გამოკვეთოს თუ როგორ შეუძლიათ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს სტრატეგიული დოკუმენტებისა და საჯარო პოლიტიკების დაგეგმვის დროს გაითვალისწინონ მდგრადი განვითარებ
1
გთხოვთ, გაგვიზიაროთ აუდიტის სამსახურის „SDG-ების განხორციელებისათვის მზადყოფნა“ ეფექტიანობის ანგარიშის შესრულების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ თვითმმართველობებთან დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით.
2
გთხოვთ, მოგვაწოდეთ ინფორმაცია, დამკტიცდა თუ არა მდგრადი განვითარების საბჭოს და მისი სამუშაო ჯგუფების დებულებები? თუ კი, გთხოვთ მოგვაწოდეთ დებულებების საბოლოო ვერსიები.
3
გთხოვთ, მოგვაწოდეთ ინფორმაცია საბჭოს ბოლო შეხვედრის შესახებ - იღებდა თუ არა მონაწილეობას მუნიციპალიტეტები აღნიშნული საბჭოში? რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული მათი ჩართულობის შესახებ?
4
გთხოვთ გაგვიზიარეთ მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზაციის გეგმის სამუშაო ვერსია.
5
გთხოვთ გაგვიზიარეთ საბჭოს სამდივნოს გეგმები პროცესში მუნიციპალიტეტების ჩართულობასთან დაკავშირებით.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი