განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
როგორც მოგეხსენებათ, სამინისტროს 2021 წლის 26 ოქტომბრის N01/16515 წერილით IDFI-ს გამოეგზავნა COVID 19-ით გარდაცვლილ პირთა სტატისტიკური მონაცემები, მათ შორის კლინიკაში დაყოვნების და ინფიცირებიდან გარდაცვალების პერიოდების მიხედვით; სტატისტიკური მონაცემების ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ კოვიდ-19 ით გარდაცვლილ პირთა დაახლოებით 30%-ის შემთხვევაში ინფიცირებიდან გარდაცვალების პერიოდს აჭარბებს მათი კლინიკაში დაყოვნების პერიოდი. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციუ
1
სტატისტიკის მიზნებისთვის რა მიიჩნევა პაციენტის ინფიცირების თარიღად? (კორონავირუსის სწრაფი ან PCR ტესტით დადასტურება, სიპტომების გამოვლენის პერიოდი);
2
სტატისტიკის მიზნებისთვის რას მოიცავს კლინიკაში დაყოვნების პერიოდი?
3
დღეის მდგომარეობით COVID 19-ით გარდაცვლილ პირთა განახლებული სტატისტიკური მონაცემები, ასაკის, სქესის, კლინიკაში დაყოვნების და ინფიცირებიდან გარდაცვალების პერიოდების მიხედვით (სამინისტროს მიერ 2021 წლის 26 ოქტომბრის N01/16515 წერილით მოწოდებული ინფორმაციის ანალოგიურად);
4
დღეის მდგომარეობით კორონავირუსით გარდაცვლილ პირთა რაოდენობა (სქესის და ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით), რომლებსაც სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის დროს დაუდასტურდათ კორონავირუსი და ამის შემდგომ მოხდა მათი კოვიდ კლინიკაში ან იმავე კლინიკის სპეციალიზირებულ ბლოკში გადაყვანა;
5
დღეის მდგომარეობით იმ პირთა სრული (გარდაცვლილების ჩათვლით) რაოდენობა (სქესის და ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით), რომლებსაც სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის დროს დაუდასტურდათ კორონავირუსი და ამის შემდგომ მოხდა მათი სპეციალიზირებულ კლინიკაში ან იმავე კლინიკის სპეციალიზირებულ ბლოკში გადაყვანა.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი