განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების N12 დაწესებულებიდან N18 დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ჩამონათვალი (N18 დაწესებულებისთვის დამატებითი სამედიცინო ინვენტარის შესყიდვა/ტრანსპორტირება/მონტაჟი, დამატებითი სამედიცინო თუ სხვა პერსონალის მობილიზება და სხვა ნებისმიერი ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნულ პროცესთან) თითოეულზე გაწეული ხარჯის მითითებით;
2
2017-2021 წლებში (ცალ-ცალკე წლების მიხედვით) სასჯელაღსრულების N12 დაწესებულებიდან N18 დაწესებულებაში სამკურნალოდ გადაყვანილ პატიმართა რაოდენობა;
3
2017-2021 წლებში (ცალ-ცალკე წლების მიხედვით) სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებიდან (მათ შორის სასჯელაღსრულების N12 დაწესებულებიდან განცალკევებით) სამკურნალოდ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილ პატიმართა რაოდენობა;
4
2017-2021 წლებში (ცალ-ცალკე წლების მიხედვით) სასჯელაღსრულების დაწესებულებებში (ცალ-ცალკე დაწესებულებების მიხედვით) გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობა, გარდაცვალების მიზეზების მიხედვით;
5
2017-2021 წლებში (ცალ-ცალკე წლების მიხედვით) სასჯელაღსრულების დაწესებულებების (ცალ-ცალკე დაწესებულებების მიხედვით) პატიმართა რაოდენობა, რომლებმაც მიმართეს შიმშილობის პროტესტის ფორმას (არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ სტატისტიკური ინფორმაცია მოგვაწოდოთ პროტესტის დღეების ხანგრძლივობის მიხედვით, პირობითად 5 დღიანი დაყოფით);
6
2017-2021 წლებში (ცალ-ცალკე წლების მიხედვით) სასჯელაღსრულების დაწესებულებების (ცალ-ცალკე დაწესებულებების მიხედვით) პატიმართა რაოდენობა, რომელთა გარდაცვალების მიზეზად განიხილება შიმშილობის შედეგად გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა;
7
2017-2021 წლებში (ცალ-ცალკე წლების მიხედვით) სასჯელაღსრულების დაწესებულებებში (ცალ-ცალკე დაწესებულებების მიხედვით) პატიმართა რაოდენობა, რომელთა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მიზეზს წარმოადგენდა შიმშილობის შედეგად გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი