განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
აქვს თუ არა თქვენს დაწესებულებას კეთილსინდისიერების პოლიტიკის დოკუმენტი, ეთიკის კოდექსი და მათი განხორციელების პრაქტიკული ინსტრუმენტები (კომენტარები, სახელმძღვანელო); არსებობის შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ აღნიშნული დოკუმენტების ელ. ბმულები ან თავად დოკუმენტები და ინფორმაცია იმაზე, თუ სად შეუძლიათ თქვენი უწყების თანამშრომლებს, გაეცნონ აღნიშნულ დოკუმენტებს;
2
აქვს თუ არა თქვენს დაწესებულებას ეთიკის ნორმების შიდა აღსრულების მექანიზმი (გენ, ინსპექცია ან სხვა სამსახური, რომელიც პასუხისმგებელია ეთიკის ნორმების აღსრულების ზედამხედველობაზე); გთხოვთ, მოგვაწოდოთ აღნიშნული სამსახურის დებულების ელ. ბმული ან თავად დოკუმენტი და ინფორმაცია იმაზე, თუ სად შეუძლიათ თქვენი უწყების თანამშრომლებს, გაეცნონ აღნიშნულ დოკუმენტს;
3
არსებული კეთილსინდისიერების პოლიტიკის, ეთიკის კოდექსის საკითხების და შესაბამისი პროცედურების შესახებ თქვენი დაწესებულების თანამშრომლების ცნობიერების ამაღლებისთვის ბოლო სამი წლის განმავლობაში გატარებული ღონისძიებები, თითოეულზე მონაწილეთა რაოდენობების მითითებით;
4
თქვენს დაწესებულებაში ეთიკის ნორმათა დარღვევის მაჩვენებლები ბოლო სამი წლის განმავლობაში დამრღვევის სქესის და რანგის მითითებით; დარღვევებზე რეაგირების მაჩვენებელი, მიღებული ზომების ჩამონათვალი და დამდგარი შედეგების შესახებ ინფორმაცია. ასევე, იმ დარღვევების რაოდენობა და აღწერა, რომლებიც დატოვებულია რეაგირების გარეშე (მიზეზის მითითებით);
5
ფუნქციონირებს თუ არა თქვენს დაწესებულებაში მხილების შიდა არხები, მათი ჩამონათვალი და ამ გზით შემოსული მამხილებელი განაცხადების სტატისტიკური მონაცემები, აღწერილ დარღვევათა ტიპების, მხილების ადრესატთა რანგების და სქესის, მამხილებლის სქესის და რანგის, ასევე მამხილებელი განაცხადის მიღების საშუალების/არხის მითითებით; შემოსულ განაცხადებზე რეაგირების მაჩვენებელი, მიღებული ზომების ჩამონათვალი და დამდგარი შედეგების შესახებ ინფორმაცია. ასევე, იმ განცხადებების რაოდენობა და მათი აღწერა, რომლებიც დატოვებუ
6
მხილების შიდა არხების და მამხილებელთა არსებული დაცვის მექანიზმების შესახებ დაწესებულების თანამშრომელთა ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებები, თითოეულზე მონაწილეთა რაოდენობების მითითებით.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი