განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
2020 წელს (სრული წელი) და 2021 წლის საწყის 9 თვეში თანამდებობის პირებზე (ცალ-ცალკე სახელისა და გვარის მითითებით) დარიცხული ფულადი ჯილდოების და სახელფასო დანამატების (ცალ-ცალკე) ოდენობა თვეების მიხედვით;
2
2020 წელს (სრული წელი) და 2021 წლის საწყის 9 თვეში (ცალ-ცალკე) საშტატო თანამშრომლებზე შრომის ანაზღაურებისთვის (სარგო, ფულადი ჯილდო, დანამატი ცალ-ცალკე) გაწეული ხარჯების ჯამური ოდენობა;
3
2020 წელს (სრული წელი) და 2021 წლის საწყის 9 თვეში (ცალ-ცალკე) შტატგარეშე თანამშრომლებზე შრომის ანაზღაურებისთვის (სარგო, ფულადი ჯილდო, სახელფასო დანამატი ცალ-ცალკე) გაწეული ხარჯების ჯამური ოდენობა;
4
2020 წელს (სრული წელი) და 2021 წლის საწყის 9 თვეში (ცალ-ცალკე) გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების ჩამონათვალი (სარესტორნო მომსახურების შემთხვევაში ღონისძიების დასახელების, ჩატარების დროის და ადგილის მითითებით);
5
2020 წელს (სრული წელი) და 2021 წლის საწყის 9 თვეში საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯების ჯამური ოდენობა თვეების მიხედვით;
6
2020 წელს (სრული წელი) და 2021 წლის საწყის 9 თვეში საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯების ჯამური ოდენობა თვეების მიხედვით; თანამდებობის პირებზე (ცალ-ცალკე სახელის და გვარის მითითებით) გაცემული საწვავის ოდენობა და ღირებულება თვეების მიხედვით;
7
2020 წელს (სრული წელი) და 2021 წლის საწყის 9 თვეში (ცალ-ცალკე) თანამდებობის პირებზე განპიროვნებული ავტომობილების მიერ გავლილი კილომეტრაჟი და 100 კილომეტრზე საშუალო წვის მაჩვენებლები;
8
2020 წელს (სრული წელი) და 2021 წლის საწყის 9 თვეში (ცალ-ცალკე) ბალანსზე რიცხული ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების ჩამონათვალი, შესყიდული საქონლის/მომსახურების დასახელების და მიმწოდებელი კომპანიის მითითებით;
9
დღეის მდგომარეობით ბალანსზე რიცხული ავტომობილების ჩამონათვალი; (ავტომობილის მოდელის, ავტომობილის გამოშვების წელის, შესყიდვის თარიღის, შესყიდვის ფასის და ნარჩენი ღირებულების მითითებით. ასევე საჯარო მოხელის თანამდებობა, რომელსაც გადაცემული აქვს მფლობელობაში შესაბამისი ავტოსატრანსპორტო საშუალება);
10
2020 წელს (სრული წელი) და 2021 წლის საწყის 9 თვეში (ცალ-ცალკე) გაწეული სარეკლამო ხარჯების ოდენობა, მათ შორის სატელევიზიო, ინტერნეტ, სოციალური ქსელის, საბეჭდი მასალების, ბროშურების, ბუკლეტების და სხვა სარეკლამო ხარჯები (ცალ-ცალკე სარეკლამო ხარჯების სახეობების მიხედვით);
11
2020 წელს (სრული წელი) და 2021 წლის საწყის 9 თვეში (ცალ-ცალკე) თანამდებობის პირების ქვეყნის გარეთ განხორციელებულ ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯების (სასტუმრო, მგზავრობა, დღიური და სხვა) შესახებ ჩაშლილი ინფორმაცია (ხარჯვითი კატეგორიების მიხედვით), მივლინების თარიღის, მივლინების მიზნისა და ქვეყნის მითითებით;
12
დღეის მდგომარეობით მოქმედი საშტატო ნუსხა, განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოების (კოეფიციენტების) მითითებით;
13
2020 და 2021 წლებში (ცალ-ცალკე) გათავისუფლებულ თანამშრომელთა რაოდენობა, გათავისუფლების მიზეზების მიხედვით;
14
2021 წელს ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისთვის გაფორმებული ხელშეკრულებების რეესტრი, სადაც ასახულია ხელშეკრულების საგნის და განსაზღვრული ყოველთვიური შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია;
15
2021 წელს მრჩევლის, ექპერტის და კონსულტანტის პოზიციებზე დასაქმებული შტატგარეშე მოსამსახურეებისათვის გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები;
16
დღეის მდგომარეობით ხელმძღვანელის მრჩევლის თანამდებობაზე დასაქმებული პირების ბიოგრაფიული მონაცემები (CV);
17
დღეის მდგომარეობით დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა და მათ შორის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ თანამშრომელთა სტატისტიკა გენდერულ ჭრილში;
18
კორონავირუსის პანდემიასთან და მის შედეგებთან ბრძოლის ფარგლებში, თქვენი უწყების ბიუჯეტიდან 2021 წელს დაფინანსებული ღონისძიებების ჩამონათვალი. ღონისძიების დასახელების/მიზნის და გაწეული ხარჯის მითითებით;
19
2020-2021 წლებში ჩატარებული შიდა აუდიტების ანგარიშები.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი