განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
„ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 5 აპრილის დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, განვითარების და რეფორმების საბჭოს მიერ საქართველოს მთავრობისთვის ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის პირველადი დოკუმენტი. თუ ეს დოკუმენტი, უკვე დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის მიერ, გთხოვთ მოგვაწოდოთ დოკუმენტის დამტკიცებული ვერსია.
2
„ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 5 აპრილის დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განვითარების და რეფორმების საბჭო საქმიანობაში მონაწილეობა ეთხოვა 4 უწყებას. გთხოვთ, გვაცნობოთ ჩაერთნენ თუ არა აღნიშნული უწყებები საბჭოს საქმიანობაში.
3
„ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 5 აპრილის დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „განვითარების და რეფორმების საბჭო იკრიბება საჭიროებისამებრ, განვითარების და რეფორმების საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით.“. გთხოვთ გვაცნობოთ რამდენჯერ შეიკრიბა განვითარებისა და რეფორმების საბჭო? საერთო რაოდენობის გარდა, გთხოვთ მოგვაწოდოთ თითოეული სხდომის გამართვის თარიღი, დღის წესრიგი, განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრთა დასწრების
4
„ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 5 აპრილის დადგენილების პირველი მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად „განვითარების და რეფორმების საბჭო უფლებამოსილია, შექმნას სამუშაო ჯგუფები და ქვეჯგუფები“. გთხოვთ მოგვაწოდოთ ჯგუფებისა და ქვეჯგუფების სია, რომელებიც განვითარებისა და რეფორმების საბჭოს მიერ შეიქმნა.
5
„ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 5 აპრილის დადგენილების პირველი მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საბჭოს მიენიჭა უფლებამოსილება მიიწვიოს „სხვა უწყების/დაწესებულების წარმომადგენლები; ასევე მიიწვიოს შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი ექსპერტები და კერძო სექტორის წარმომადგენლები“. რამდენჯერ იქნა საბჭოს მიერ ეს უფლებამოსილება გამოყენებული?
6
„ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 5 აპრილის დადგენილებით შექმნილი განვითარების და რეფორმების საბჭოს საქმიანობის წესი/დებულება, დებულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი